გერმანიას სურს, ევროკავშირმა მოძალადე ისრაელელ ექსტრემისტებს სანქციები დაუწესოს

გერმანიას სურს, ევროკავშირმა განიხილოს სანქციების დაწესება იმ ისრაელელი ექსტრემისტების წინააღმდეგ, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე ჩადენილ ძალადობაზე არიან პასუხისმგებლები, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, სებასტიან ფიშერმა განაცხადა.
მისი თქმით, ბერლინი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ძალადობაში მონაწილე ისრაელის მოქალაქეებზე სავიზო შეზღუდვებს დააწესებს.
“მნიშვნელოვანია ამ დებატების ევროპულ დონეზე წამოწევაც“, – განაცხადა სებასტიან ფიშერმა და დასძინა, რომ გერმანია ხელს უწყობს იმას, რომ აღნიშნული თემა ორშაბათს, ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილონ.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა დასავლეთ სანაპიროზე ძალადობაში მონაწილე ისრაელის მოქალაქეებზე სავიზო შეზღუდვები დააწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: თუ ქართული საბალეტო ქორეოგრაფიის სახელთან – ვახტანგ ჭაბუკიანი და ჯორჯ ბალანჩინი ასოცირდებიან, დღეს უკვე 21-ე საუკუნეში, მათ სახელზე ამოსულ ახალ ყლორტად – გიორგი ფოცხიშვილი გვევლინება