ნევადის უნივერსიტეტში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ნევადის უნივერსიტეტის ლას-ვეგასის კამპუსში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ კიდევ ერთი დაშავებული საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილს ცეცხლი გაუხსნეს და ის ლიკვიდირებულია. ლას-ვეგასის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის შერიფმა, კევინ მაკმაჰილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის მათ მოტივის შესახებ “წარმოდგენაც არ აქვთ”. ადგილობრივ პოლიციას გამოძიებაში დახმარებას უწევენ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ბიურო (ATF).

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო