“არ შეგრჩებათ, მოღალატეებო” – ქართველმა ემიგრანტებმა ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

„არ შეგრჩებათ, მოღალატეებო“, „პუტინის მარიონეტები მუშაობენ აქ“ – ამ საპროტესტო ბანერებით აქციას ქართველი ემიგრანტები ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოსთან მართავენ.
ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს და წერს, რომ მათ უკვე დააანონსეს ახალი საპროტესტო კამპანია და ამბობენ, რომ საელჩოს შენობასთან ყოველკვირეულად შეიკრიბებიან და მოპარულ არჩევნებს გააპროტესტებენ, პარალელურად კი დისტანციურად იმუშავებენ. აქცია-პერფორმანსის იდეის ავტორები ამბობენ, რომ “არ დაღლილან და ბრძოლა ახლა იწყება”.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: ბრძოლა, რომელიც დაიწყო სულხან-საბადან, რომელიც გაგრძელდა სოლომონ დოდაშვილით, გაგრძელდა თერგდალეულებით, ცისფერყანწელებით, ზვიად გამსახურდიათი, ეს არის თავისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი დასაცავია (ვიდეო)

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!