საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა ეროვნული გვარდიის ნაწილი მზადყოფნაში მოიყვანა

საპრეზიდენტო ს წინ ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა ეროვნული გვარდიის ნაწილი მზადყოფნაში მოიყვანა.
„2024 წლის საყოველთაო არჩევნებთან დაკავშირებული ზოგადი და კონკრეტული ინფორმაციიდან და პოტენციური ძალადობისა და უკანონო ქმედებების შესახებ არსებული შეშფოთებებიდან გამომდინარე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ რეაგირებისთვის მზად ვართ“, – განაცხადა გუბერნატორმა, ჯეი ინსლიმ.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, ვაშინგტონის შტატში საარჩევნო ყუთს ცეცხლი წაუკიდეს. ინსლის ცნობით, ხანძრის შედეგად, ასობით ბიულეტენი დაზიანდა ან განადგურდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გაგა ჩხეიძე: არ მგონია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მსგავსი იდეა განხორციელდება, ამიტომ ხელისუფლების ცვლილებას და უკეთეს დროს უნდა დაველოდოთ, როცა ქვეყანა თავისი კულტურული წარსულის დაფასებას ისწავლის