შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ხელმძღვანელთან, ჯუნჯი ვაკუისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი.
„ალექსანდრე დარახველიძემ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ხელმძღვანელს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხი განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში, ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ხელმძღვანელს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ამ მიმართულებით მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხარდაჭერასა და იაპონიის მხარის მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე, რომლის ფარგლებში სამინისტროს არაერთი წარმომადგენელი გადამზადდა კატასტროფების რისკების შემცირებისა და კიბერდანაშაულის პრევენციის მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული წარმატებული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: ბრძოლა, რომელიც დაიწყო სულხან-საბადან, რომელიც გაგრძელდა სოლომონ დოდაშვილით, გაგრძელდა თერგდალეულებით, ცისფერყანწელებით, ზვიად გამსახურდიათი, ეს არის თავისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი დასაცავია (ვიდეო)

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!