კიევის ექვს რაიონში რუსული დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სერგეი პოპკოს ცნობით, დრონის ნამსხვრევები კიევში, ერთ-ერთ შენობას მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები არიან მობილიზებული.
კიევში აფეთქებების ხმა დილიდან ისმის. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევში, დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ერთ-ერთ სართულზე ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა.