რუსებმა ხარკოვში პოლიციელების დისლოკაციის ადგილს დაარტყეს, დაიღუპა ერთი პოლიციელი და 46 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელზე, ივან ვიგოვსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, რუსულმა ძალებმა ორი რაკეტა გუშინ საღამოს გაუშვეს.
დღეს დილით ხარკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა.
ამასთან, კიევში საცხოვრებელ კორპუსს რუსული დრონის ნამსხვრევები მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.