დიდი აღიარება – სანიოლი მსოფლიოს წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელების სიაშია

IFFHS-მ (ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია) 2024 წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელის წოდებაზე წარდგენილ 20 კანდიდატს შორის საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცი ვილი სანიოლი დასახელა.
ვინ გახდება სკალონის შემდეგ პრიზის მფლობელი? – წერს გამოცემა და ნომინანტთა სიას აქვეყნებს:
ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი), გარეთ საუთგეიტი (ინგლისი), დიდიე დეშამი (საფრანგეთი), რონალდ კუმანი (ნიდერლანდები), იულიან ნაგელსმანი (გერმანია), ვინჩენცო მონტელა (თურქეთი), მურატ იაკინი (შვეიცარია), ვილი სანიოლი (საქართველო), ლიონელ სკალონი (არგენტინა), ნესტორ ლორენცო (კოლუმბია), მარსელო ბიელსა (ურუგვაი), ფერნანდო ბატისტა (ვენესუელა), ჯესი მარში (კანადა), ტომას კრისტიანსენი
(პანამა), ემერს ფაე (კოტ-დ’ივუარი), ჟოზე პეზეირუ (ნიგერია), უგო ბროსი (სამხრეთ აფრიკა), ბართოლომეუ „ტინტინ“ მარკესი (კატარი), ჰუსეინ ამუტა (იორ), დარენ ბეიზლი (ახალი ზელანდია).
სანიოლი „ჯვაროსნებს“ 2021 წლის 15 თებერვალს ჩაუდგა სათავეში და გუნდი მისი ხელმძღვანელობით ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდა.