ესპანეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში სტიქიური უბედურების გამო ათეულობით ადამიანი დაიღუპა და სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
გუშინ ესპანეთის თასზე “ვალენსიას” და “პარლა ესკუელას” მატჩი არ ჩატარდა. “ვალენსიას” თხოვნა 3 ნოემბერს “რეალთან” ლა ლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრის გადატანის შესახებ ფეხბურთის ფედერაციამ დააკმაყოფილა. ასევე არ გაიმართება 4 ნოემბერს “ლევანტესა” და “მალაგას” დაპირისპირება.
ერთი სიტყვით, უქმეებზე გიორგი მამარდაშვილის და გიორგი ქოჩორაშვილის გუნდები არ ითამაშებენ.