საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი სანაკრებო დონეზე მომუშავე 2024 წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზეა წარდგენილი.
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ტრადიციული გამოკითხვა დაიწყო და მამაკაცთა ნაკრებებში მომუშავე მწვრთნელებს შორის საუკეთესოს გამოავლენს.
ვილი სანიოლის გარდა 2024 წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე კიდევ 19 სპეციალისტია წარდგენილი. ესენი არიან:
ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი), გარეთ საუთგეიტი (ინგლისი), დიდიე დეშამი (საფრანგეთი), რონალდ კუმანი (ნიდერლანდები), იულიან ნაგელსმანი (გერმანია), ვინჩენცო მონტელა (თურქეთი), მურატ იაკინი (შვეიცარია), ლიონელ სკალონი (არგენტინა), ნესტორ ლორენცო (კოლუმბია), მარსელო ბიელსა (ურუგვაი), ფერნანდო ბატისტა (ვენესუელა), ჯესი მარში (კანადა), ტომას კრისტიანსენი (პანამა), ემერსე ფაე (კოტ დ’ივუარი), ჟოზე პესეირუ (ნიგერია), უგო ბრუსი (სამხრეთ აფრიკა), ბართოლომე მარკესი (კატარი), ჰუსეინ ამუტა (იორდანია), დარენ ბაზლი (ახალი ზელანდია)
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლიდან უდგას სათავეში და მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა სულ 42 მატჩი გამართა, საიდანაც 20 მოიგო, 6 ფრედ ითამაშა და 16-ჯერ დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელის რანგში ფრანგმა სპეციალისტმა ყველაზე დიდ წარმატებას წელს მიაღწია, როდესაც ერთა ლიგის C დივიზიონიდან ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა და მერვედფინალში გავიდა, სადაც უკვე მომავალ ჩემპიონთან, ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.
croco.ge