Morgan Stanley, სპორტულ ლიგებთან დაკავშირებულ საინვესტიციო ინდექსს გამოუშვებს

ამერიკული საბანკო გიგანტი Morgan Stanley, საინვესტიციო ინდექსს Parametric Custom Core Sports League-ს უშვებს, რომელიც მიბმული იქნება პოპულარულ სპორტულ ლიგებზე – ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
პროდუქტი გამიზნულია სპორტის მდიდარ გულშემატკივრებზე და საშუალებას მისცემს ინვესტორებს ინვესტიციები განახორციელონ მსხვილი ამერიკული კომპანიების აქციებში, რომლებსაც აქვთ ძლიერი კავშირები ცნობილ ლიგებთან სპონსორობის, რეკლამის და მედიის მხარდაჭერის კონტექსტში.
პორტფელი მოიცავს 250-400 ინსტრუმენტს და ექნება S&P 500 ინდექსის მსგავსი რისკის პროფილი.
Morgan Stanley გეგმავს თვალყური ადევნოს აქტივობას, ხარჯვას და მისი ინდექსის კომპონენტების სხვა მახასიათებლებს Nielsen Sports-ის მონაცემების მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…