მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა სექტემბერში 40 ტონა ოქრო იყიდეს

სექტემბერში, მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა, ოქროს მსოფლიო საბჭოს (WGC) წინასწარი შეფასებით, 40 ტონით გაზარდეს ოქროს მოცულობა თავიანთ ოქროსა და სავალუტო რეზერვებში.
„განვითარებადი ქვეყნების ბანკები რჩებიან როგორც შესყიდვების, ისე გაყიდვების მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად“ – აღნიშნავს WGC-ის ანალიტიკოსი კრიშან გოპოლი.
სექტემბერში ყველაზე დიდი მყიდველი იყო პოლონეთი (21,8 ტონა) და უნგრეთი (15,5 ტონა). მარაგები შეავსეს ინდოეთმა (5,8 ტონა), თურქეთმა (3,7 ტონა), ჩეხეთმა (1,6 ტონა) და ეგვიპტემ (0,1 ტონა). ასევე, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდმა (SOFAZ) გაზარდა ოქროს მარაგი 12,1 ტონით, მაგრამ ეს არ არის გათვალისწინებული WGC სტატისტიკაში, რადგან ის წარმოადგენს კვარტალურ მაჩვენებელს.
ოქრო გაყიდეს ყაზახეთმა (3,8 ტონა), იორმ (2,7 ტონა), სინგაპურმა (1,3 ტონა) და უზბეკეთმა (0,6 ტონა).