მიხაილო პოდოლიაკი: ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან წასვლის საფუძველი არ არსებობს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან წასვლის საფუძველი არ არსებობს.

„ჩემი აზრით, გაუგებრობა შეუძლებელია, რადგან არსებობს პრიორიტეტი – ომი, არსებობს მკაფიო ვერტიკალი, სადაც პრეზიდენტი არის მთავარსარდალი და არსებობს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, რომელიც გახლავთ ოპერაციული დირექტორი, რომელიც დაკავებულია, უკაცრავად ტერმინოლოგიისთვის, უშუალოდ ომით.

პრეზიდენტი, ომის ფარგლებში დაკავებულია რიგი სხვა საკითხებით, რომლებიც დაკავშირებულია ყველა საჭიროების უზრუნველყოფასთან. ჩემი აზრით, ნონსენსია, თუ იქნება რაიმე კონფლიქტი, მით უმეტეს, პოლიტიკური სარჩულით“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო