აქციის შემდეგ პრეზიდენტმა СNN-ს უთხრა, რომ მოსახლეობა “მშვიდობიანად იცავს კონსტიტუციურ უფლებას”

რუსთაველზე აქციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში მიმდინარე პროტესტზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობა მშვიდობიანად იცავს თავის კონსტიტუციურ უფლებას საკუთარი ხმის დაცვაზე.
სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის 70%-ის სურვილისა, საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაცია, “მოულოდნელად ეს ყველაფერი შემობრუნდა” ს შედეგებით.
ის საუბრობს არჩევნებში გამოყენებულ გაყალბების ინსტრუმენტებზე და პირადობის მოწმობების დუბლირებებზე. პრეზიდენტი მიუთითებს დარღვევების სისტემურ ხასიათზე და ამბობს, რომ მტკიცებულებები გროვდება.
ასეთია ყველა ევროპული ლიდერის და ბოლოდროინდელი ევროპული საბჭოს სხდომის პასუხი. უახლოეს დღეებში იქნება ახალი ევროპული საბჭოს სხდომა, რომელიც ამას ნამდვილად დაადასტურებს.
საქართველოს პრემიერის გადასაწყვეტი არ არის, რა პირობებში შეუერთდება საქართველო ევროპას. ჩვენ უნდა შევასრულოთ დაპირებები, რომელიც გავეცით და რომელთა დაცვისთვისაც საქართველოს მოსახლეობა მზად არის”, – თქვა პრეზიდენტმა.