ალეკო ელისაშვილი – როგორც პუტინმა სიკვდილამდე გამოაცხადა თავი პრეზიდენტად, ყველაფერი ჩვენთანაც ასე მიდის – ივანიშვილი ბოლოს მეფედ გამოაცხადებს მის რომელიმე შვილს, იტყვიან, რომ დინასტია დაიწყო – ამას ან ვეგუებით ან არა

, როგორც ცვლილებების შესაძლებლობა, გააუქმეს. ამას ან უნდა შევეგუოთ ან არა, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
ელისაშვილის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებას უთხრა, რომ გაუქმდა.
“ქართულმა ოცნებამ” გვითხრა და გვაჩვენა, რომ არჩევნები გაუქმდა და არჩევნებს დაარქმევენ იმ შედეგს, რასაც თვითონ მოისურვებენ. არჩევნები, როგორც ცვლილებების შესაძლებლობა, გააუქმეს. ამას ან უნდა შევეგუოთ ან არა. ან უნდა შევეგუოთ, რომ რუსეთში ვცხოვრობთ, ან არა. ამაზეა საუბარი და ამას გამოვაცხადებთ დღეს. ოპოზიციის გეგმებზე არ არის საუბარი, ქვეყნის ბედზეა საუბარი.
როგორც პუტინმა სიკვდილამდე გამოიცხადა თავი პრეზიდენტად, აქამდე მიდის ყველაფერი. [ივანიშვილი] ბოლოს მეფედ გამოაცხადებს მის რომელიმე შვილს. იტყვიან, რომ დინასტია დაიწყო. აქამდე მიდის ყველაფერი. ან ამას ვეგუებით ან არა”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის