უზბეკეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა და პოზიციები გაიმყარა

უზბეკეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა და პოზიციები გაიმყარა. ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ზაინიდინ ნიზამხოჯაევმა განაცხადა, იუწყება „გაზეტა.უზ“.
პირველად ჩატარდა შერეული სისტემით: 75 მანდატი პარტიული სიების მიხედვით გადანაწილდა, 75 – ერთმანდატიანი ოლქების მიხედვით. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ხუთმა პარტიამ. ყველა მათგანი შევიდა პარლამენტში. უზბეკეთის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა 64 ადგილი (42,7%), დემოკრატიულმა პარტიამ „მილი ტიკლანიშმა“ – 29 ადგილი, სოციალ-დემოკრატიულმა პარტია „ადოლატმა“ – 21, უზბეკეთის სახალხო-დემოკრატიულმა პარტიამ – 20, ეკოლოგიურმა პარტიამ – 16.
უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით აქტივობამ 74,7% შეადგინა.
ბოლო 15 წლის განმავლობაში მთავრობის მხარდამჭერი ერთი და იგივე ძალები ხვდებიან პარლამენტში, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს რეგისტრაციაზე უარს ეუბნებიან, აღნიშნავს რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახური.
„ყველა კონკურენტი პარტია ჯიბის პარტიაა,“ – ამბობს ალიშერ ილხამოვი, ბრიტანული კვლევითი ცენტრის, Central Asia Due Diligence-ის დამფუძნებელი, და დასძენს, რომ ხელისუფლება ცდილობს თავიდან აიცილოს ახალი პოლიტიკური გაერთიანებების ჩამოყალიბება.
ფორუმი