„იქნება მშვიდობიანი აქცია და იქ გაგაცნობთ გეგმას“ – ოპოზიციამ შეხვედრა გამართა

„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა საპარლამენტო ს შემდეგ მოქმედების გზების შესახებ შეხვედრა გამართეს. კონსულტაციას ესწრებოდა პრეზიდენტის წარმომადგენელიც.
შეხვედრის შემდეგ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მ თქვა, რომ გეგმას პარლამენტის შენობის წინ დანიშნულ აქციაზე წარადგენენ.
„დღეს, 19:00 საათზე ველოდებით იმ ადამიანებს, რომლებსაც წაართვეს ყველაზე მთავარი, ღირებული – საკუთარი არჩევანი. ჩვენ დავიცავთ თითოეული ჩვენი მოქალაქის და ამომრჩევლის ხმას, ეს ასე არ დამთავრდება. რა თქმა უნდა, ეს იქნება მშვიდობიანი აქცია და იქ გაგაცნობთ გეგმას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს არა მხოლოდ ტექნიკური საკითხები, თუმცა არ დააზუსტა, რას ეხებოდა მსჯელობა.
„რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია და მიდის მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვინც აკვირდებოდა ამ არჩევნებს“, – თქვა მან.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა, 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და საზოგადოებას 28 ოქტომბერს, 19 საათზე, რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
· „ქართული ოცნება“ – 53,931%;
· “კოალიცია ცვლილებისთვის” – 11,035%;
· “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10,167%;
· “ძლიერი საქართველო” – 8,81%;
· “გახარია საქართველოსთვის” – 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგი არ აღიარეს.
-ის სახელმწიფო მდივნის, ს განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნების შედეგები არ გამოუცხადებიათ სამართლიანად.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი მოქალაქეებს – თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის მისცემთ

გიორგი ვაშაძე – არჩევნები არა უბრალოდ გაყალბებულია, არამედ გადაწერილი, ამიტომაც ზღვა ხალხი მოვიდა, რეალურად, ხელისუფლება არის აქ და არა იქ, ამ ხალხს ეკუთვნის ხელისუფლება – ბრძოლას გამარჯვებამდე ვაპირებთ