სიბინძურეა ის, რაც გახარიამ თქვა, ამას გარდა, არარეალისტურია და ლოგიკურადაც რომ შევაფასოთ მოწყვეტილია იმ სიტუაციას, რაც დღეს საქართველოში არსებობს – გიორგი ვოლსკი

“როცა ერთ გუნდს განუდგები და უღალატებ იმ პრინციპებს, რომელმაც ეს გუნდი და ამ გუნდში გახარია გააერთიანა, შეგიძლია ხელი მოაწერო ყველანაირ სიბინძურეზე,”-ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტის მიერ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვას, რომლის მიხედვით, “ეკონომიკური ზრდით 20-25 ოჯახი სარგებლობს საქართველოში”.
ვოლსკის შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია დიდი სოციალური პაკეტის შექმნა და ამ სიტუაციაში გახარიას მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება სიბინძურის გარდა, არარეალისტურია.
მისივე თქმით, არსებობს საკითხისადმი ადამიანური დამოკიდებულება, რომლითაც გიორგი გახარია ასევე ვერ დაიკვეხნის.
“გამორიცხულია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ფორმაციაში 20-25, თუნდაც 50 ოჯახი განაგებდეს სიტუაციას, მით უმეტეს, ყველამ იცის, რომ ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია უპრეცედენტოდ დიდი სოციალური პაკეტის შექმნა, სადაც იხარჯება ყველაზე მეტი თანხა, რომ საზოგადოება, რომელიც არის მოწყვლადი, გადარჩეს და მთელ საზოგადოებას ჰქონდეს გარკვეული შეღავათები, თუნდაც მედიცინის, ჯანდაცვის მიმართულებით და უამრავი სხვა რამ. როდესაც სამხედროები, პოლიციელები, ადამიანები, ვინც ჩვენ გვიცავენ უკეთესი ცხოვრების პირობებით იქნებიან უზრუნველყოფილი და დევნილები- ეს ჩვენი მოურჩენელი პრობლემა, დევნილების პრობლემა იქნება ესოდენ მძლავრად მხარდაჭერილი, რასაკვირველია, სიბინძურეა ის, რაც მან თქვა და სიბინძურის გარდა, არარეალისტურია და ლოგიკურადაც რომ შევაფასოთ მოწყვეტილია იმ სიტუაციას, რაც დღეს საქართველოში არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ პიარულად სწორად დაალაგა თავისი აზრით, რომ ვიღაცებს თავს მოახვიოს კვლავ “ნაცმოძრაობის” ნარატივი, რომ თითქოს ვიღაც განაგებს ფინანსების იმ რესურსებს, რომელიც მისი აზრით ეს ხალხში არ არის გადანაწილებული. ეს სიბინძურეც არის და გარდა ამისა, არსებობს საკითხისადმი ადამიანური დამოკიდებულება, რომლითაც ასევე ვერ დაიკვეხნის ვერანაირად,”-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ

არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, ყოფილი თანამდებობის პირი იქნება თუ მოქმედი – კანონი უზენაესია ყველასთვის, ასე რომ, ხელი ნურავის წაუცდება კორუფციაზე, კანონი იქნება ნებისმიერ პირთან უმკაცრესი

ნაცებს” რომ ჰკითხო, საპარლამენტო კომისიაზე არმისვლა დასჯადი არ უნდა იყოს, არადა, მთელ რიგ ქვეყნებში, საკმაოდ სერიოზულ სასჯელს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს