ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი უნდა იქნას გაგებული მხოლოდ როგორც ორბანის მორიგი სოლო მცდელობა, რომელიც მოგზაურობს ეროვნული უფლებამოსილების ფარგლებში და, როგორც ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, პირდაპირ არ საუბრობს გარე სამყაროსთან, – Politico-ს ინფორმაციით, ამის შესახებ გამოცემას ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატმა განუცხადა.
მისი თქმით, თუ მოგზაურობის დროს ორბანმა განაცხადა, რომ ის ევროკავშირს წარმოადგენს, ეს იქნება თვითმარქვიობა და უტიფარი ტყუილი.
POLITICO უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერზე, ზოლტან კოვაჩზე დაყრდნობით წერს, რომ ვიზიტი ქართული მხარის მოთხოვნით შედგება. ორბანთან ერთად საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო, ეკონომიკის მინისტრი, მარტონ ნაგი და ფინანსთა მინისტრი მიჰალი ვარგაც ეწვევიან.
ipn.ge