პრეზიდენტი მოქალაქეებს 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეკრებას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საზოგადოებას მოუწოდებს 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეკრებით დააფიქსირონ თავისი პოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებაზე ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მივა.
“გვინდა მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა – ყველანი ერთად”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც ოპოზიუციური პარტიების ის ლიდერები ესწრებოდნენ, რომელთა პარტიებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი. მისი პარტიიდან პრეზიდენტის ბრიფინგს ესწრებოდა .
არჩევნების შედეგებს ამ დროისთვის არ აღიარებს არც ერთი ოპოზიციური პარტია.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ხმები ასე გადანაწილდა:
· “ქართული ოცნება” – 53,93%;
· “კოალიცია ცვლილებისთვის” – 11,03%;
· “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10,161%;
· “ძლიერი საქართველო” – 8,814%;
· “გახარია საქართველოსთვის” – 7,771%.
ცესკოს ცნობით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჟრიამულის საფუძველი არავის აქვს! – მივმართავ „ოცნების“ ამომრჩეველს: ერთადერთი, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ არაადეკვატურობის გაჩერება, თქვენ ხართ!

ვოლოდიმირ ზელენსკი: გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პირველი შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონების გამოყენება დაიწყო, მათ თავად ირანელი ოპერატორები უშვებდნენ. ისინი იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ადგილზე გაეწვრთნათ რუსი სამხედროები