ალეკო ელისაშვილი – კოალიციაში არავინ აპირებს აქოთებული მანდატით ისარგებლოს, პარლამენტში შესვლა კი არ გვჭირდება, ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი

კოალიციაში არავინ აპირებს იმ აქოთებული მანდატით ისარგებლოს, პარლამენტში შესვლა კი არ გვჭირდება, ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე მედიასთან განაცხადა.
ს თქმით, ოპოზიცია ახლა აპირებს მოქმედებას და არა წუწუნს და ხელების ჩამოყრას.
„კოალიცია ძლიერი საქართველოს“ პოზიცია იცით ყველამ. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ სისაძაგლეს, რასაც დაარქვეს. პრეზიდენტთან მოვედით, რომ აზრები გავცვალოთ და სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდეთ იმიტომ, რომ ახლა გვჭირდება მოქმედება. არავინ არ ვაპირებთ წუწუნს, ხელების და ყურების ჩამოყრას, ვაპირებთ მოქმედებას. დღეს რა უნდა გავაკეთოთ, ხვალ რა უნდა გავაკეთოთ, ზეგ რა უნდა გავაკეთოთ. ამაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ქვეყანა დავიბრუნოთ და გამოვგლიჯოთ რუსეთს ხელიდან“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ორბელიანების სასახლეში ოთხი ოპოზიციური ძალის – “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ძლიერი საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლები პრეზიდენტს ხვდებიან. როგორც ცნობილია, 21:00 საათზე პრეზიდენტი, განცხადების გაკეთებას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ