ლინას ლინკევიჩუსი – საქართველოში არჩევნები გაყალბდა, როგორც მოსალოდნელი იყო, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ დანებდეს – რუსეთის სიხარული, რომ ქართველებს ევროპა არ სჭირდებათ, ნაადრევია

რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა და დავამატებდი – როგორც მოსალოდნელი იყო, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და შვედეთში ლიეტუვის ელჩმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ დანებდეს.
„მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ დანებდეს, იყოს ერთიანი, განაგრძოს მოქმედება. რუსეთის სიხარული, რომ ქართველებს ევროპა არ სჭირდებათ, ნაადრევია და უბრალოდ არასწორია!“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა