“ნაპოლიმ” შეიძლება ესპანელი მარცხენა მცველი დაიმატოს

“ბეტისის” 23 წლის მარცხენა მცველმა ხუან გონსალეს მირანდამ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს, – იტყობინება calciomercato.
გამოცემის ცნობით, მირანდას სამსახურით “მილანი” და “ნაპოლი” არიან დაინტერესებული, სევილიურ კლუბს კი მისი გასხვისება უნდა, რადგან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
“ბეტისი” მირანდას 4 მილიონ ევროდ აფასებს. ის ადრე “ბარსელონასა” და “შალკეში” თამაშობდა, ესპანეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, 2020 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია, ეროვნულ გუნდში კი 1 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში