“პრეზიდენტს შეუძლია უხეშად დაარღვიოს კიდევ ერთხელ კონსტიტუცია, მაგრამ ის პარლამენტის პირველ სხდომას ვერ დაბლოკავს” –

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან, რომ რა თქმა უნდა პრეზიდენტს შეუძლია უხეშად დაარღვიოს კიდევ ერთხელ კონსტიტუცია, მაგრამ ის პარლამენტის პირველ სხდომას ვერ დაბლოკავს.

ჟურნალისტი დაინტერესდა – თუ პრეზიდენტმა საპარლამენტო სხდომა არ დანიშნა, რა მოხდება ამის შემდეგ, გახდება თუ არა ეს არჩევნების გადახედვის საფუძველი. მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთ შემთხვევაში არჩევნების შეჯამებიდან მეათე დღეს პარლამენტი თავისით შეიკრიბება.

“არა. არანაირად. პირველი სხდომის გამართვისთვის ათდღიანი ვადაა განსაზღვრული კონსტიტუციით. მეათე დღეს თავისით შეიკრიბება პარლამენტი და გაიმართება პირველი სხდომა. ამას უზრუნველყოფს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის ბიურო.

ანუ, აქ არავითარი საბოტაჟის რესურსი პრეზიდენტს არ აქვს, რომც დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია უხეში ფორმით. აქ პრეზიდენტს მხოლოდ ფორმალური კომპეტენცია აქვს და აქაც რა თქმა უნდა მას შეუძლია უხეშად დაარღვიოს კიდევ ერთხელ კონსტიტუცია, მაგრამ ის პარლამენტის პირველ სხდომას ვერ დაბლოკავს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს