ირაკლი ქადაგიშვილი – ამომრჩეველმა ოპოზიციას ხმა მისცა პარლამენტში შესვლისთვის და არა ქუჩაში ტირილის გამართვისთვის – საქართველოს კონსტიტუცია არ შეიცვლება, არაკონსტიტუციურ ხელშეკრულებებს „ქართული ოცნება“ და ხალხი არავისთან გააფორმებს

ამომრჩეველმა ოპოზიციას ხმა მისცა პარლამენტში შესვლისთვის და არა ქუჩაში ტირილის გამართვისთვის. მეორე, საქართველოს კონსტიტუცია არ შეიცვლება, არაკონსტიტუციურ ხელშეკრულებებს „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი არავისთან არ გააფორმებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დელეგატმა კახეთში ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა პარტიამ არჩევნებში შთამბეჭდავად გაიმარჯვა, მოსახლეობის უმეტესობამ კი აჩვენა, რომ სურს შეინარჩუნოს ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება, პროგრესი და ტრადიციები.
„კახეთშიც გამორჩეულად მაღალი შედეგები მივიღეთ, ისეთი როგორიც აქამდე არ ყოფილა, მათ შორის, თელავში და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რაოდენ დიდი იყო ქართველი ხალხის სურვილი, რომ შეენარჩუნებინა ამ ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება, პროგრესი, ყოფილიყო ერთგული თავისი ტრადიციების და სწორედ ამ გზით გვევლო, მათ შორის, ევროპისკენ. რაც შეეხება ოპოზიციის წუხილებს და წუწუნებს, ჩვენ ხომ თავიდანვე, ს დაწყებამდე გაცილებით ადრე ვამბობდით, რომ ოპოზიციას რეალურად გამარჯვების შანსი არ აქვს, ის ემზადება იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები არ ცნოს. ეს უკვე მათი საქმეა, ამით ქართველი ხალხის მიერ გამოხატული ნება ვერაფრით ვეღარ შეიცვლება – მარტივი მოცემულობაა, „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ პარტიას 44%-ით აჯობა. ამის შემდეგ უკვე რაზე აქვთ საერთოდ ლაპარაკი. თუ ჰგონიათ, რომ ერთიანი სიით თუ გავიდოდნენ, რამე უკეთესს მიიღებდნენ ჯამურად, რაც ახლა მიიღეს, სინამდვილეში იმაზე ნაკლებს მიიღებდნენ იმიტომ, რომ ბევრი ამომრჩეველი, რომელიც მოტყუებული იყო, რომ თითქოს გახარია ან „ლელო“ დამოუკიდებელია, ამას დაინახავდა თვალნათლივ, რომ ეს ერთი და იგივე ძალაა და იმაზე უფრო ნაკლებ ხმას მიიღებდნენ, ვიდრე ახლა ყველას ერთად ჯამურად აქვს აღებული. არჩევნები შედგა, ვერც ერთი კონკრეტული ფაქტი ვერც წინასაარჩევნო პერიოდში და ვერც არჩევნების დღეს ვერ მოიტანეს, რასაც შეიძლება რეალურად ზეგავლენა მოეხდინა არჩევნებზე. ელექტრონული დათვლის წესმა საერთოდ ყოველგვარი მცდელობა არჩევნების დელეგიტიმაციისა, გააქარწყლა.
რაც შეეხება ოპოზიციის ბოიკოტს, დავმარცხდით და წავედით სახლშიო, ხომ არ იტყვიან, ცოტახანს რაღაცნაირად გლოვის პერიოდი ჰქონდეს, ეს არის ამ ბოიკოტის მიზანი და მიზეზი. პარლამენტი ყოველ შემთხვევაში უფლებამოსილია, რომ თავისი მუშაობა დაიწყოს და ეს დაიწყება.
არ ვიცი, ვინ რას მოუწოდებს უცხოეთიდან ამ ოპოზიციას, ალბათ, კარგი იქნება თუ გამოიჩენენ უცხოელები ინტერესს ქართველი ხალხის და მის მიერ გაკეთებული არჩევანის მიმართ და მოუწოდებენ პატივი სცენ თავიანთ ამომრჩევლებს – ამომრჩეველმა მათ ხმა მისცა პარლამენტში შესვლისთვის და არა ქუჩაში ტირილის გამართვისთვის. მეორე, საქართველოს კონსტიტუცია არ შეიცვლება, არაკონსტიტუციურ ხელშეკრულებებს „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი არავისთან არ გააფორმებს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.