ბოსტნეულითა და ხილით ვაჭრობის გახშირებული შეზღუდვების გამო გამო, EastFruit-მა რეგიონის ყველაზე ცუდი სავაჭრო პარტნიორების რეიტინგი მოამზადა.
· რეიტინგის შედგენისას გამოყენებული იქნა შემდეგი კრიტერიუმები:
· სხვა ქვეყნებიდან ბოსტნეულის და ხილის იმპორტის აკრძალვა
· იმპორტის გადასახდელების დონე
· არასატარიფო შეზღუდვების რაოდენობა
· საბაჟოზე კორუფციის დონე და საქონლის საზღვრის გადაკვეთის საშუალო დრო
· ექსპორტის აკრძალვები
· სხვა პრობლემები, როგორიცაა საქონლის შესვლის პუნქტების ბლოკირება
რეიტინგში არ შედის რეგიონის ყველა ქვეყანა, არამედ მხოლოდ ის, რომლებზეც EastFruit-ს აქვს საკმარისი ინფორმაცია, კერძოდ: უზბეკეთი, ტაჯიკეთი, საქართველო, მოლდოვა, რუსეთი, ბელარუსი, თურქეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი.
ამ ინდიკატორების შესაფასებლად გამოყენებული იქნა სტატისტიკური მონაცემები, მათი არარსებობის შემთხვევაში კი ხილისა და ბოსტნეულის ბაზრის მონაწილეთა გამოკითხვის საფუძველზე ექსპერტის შეფასებები.
შედეგად, სხვებისგან დიდი სხვაობით, რუსეთი აღიარებულ იქნა რეგიონის ყველაზე ცუდ სავაჭრო პარტნიორად ხილითა და ბოსტნეულით ვაჭრობაში. ეს გასაკვირი არაა იმ ფონზე, რომ რეგიონში თითქმის არ დარჩენილა ქვეყანა, რომელთა მიმართ რუსეთს არ ჰქონდა დაწესებული რაიმე ემბარგო, ძირითადად პოლიტიკური მიზეზების გამო. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რეგიონის ორ ქვეყანას შეეხო რუსეთში მიწოდების აკრძალვა: სომხეთსა და მოლდოვას. რუსეთის ფედერაციას ასევე აქვს მაღალი საბაჟო გადასახადები, საბაჟოზე კორუფციის ტრადიციულად მაღალი დონე და არასატარიფო შეზღუდვების დიდი რაოდენობა.
ყველაზე ცუდი სავაჭრო პარტნიორების რეიტინგში მეორე ადგილზე პოლონეთი გავიდა, დიდი რაოდენობით არასატარიფო შეზღუდვებისა და სატარიფო ბაზრის დაცვის მაღალი დონით, EastFruit-ის შეფასებით, პოლონეთი გამოირჩევა საბაჟოზე კორუფციის მაღალი დონით და ევროკავშირის კანონების იგნორირებით.
მესამე ადგილზე გასულ თურქეთს უარყოფითად ახასიათებს საკუთარი ბაზრის დაცვის მაღალი დონე და ვაჭრობის ხელით რეგულირება, რაც აფერხებს გრძელვადიანი სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას. გარდა ამისა, თურქეთი აწესებს აკრძალვებს პროდუქციის ექსპორტზე, რაც დიდი უარყოფითი ფაქტორია ვაჭრობის განვითარებისთვის.
მეოთხეა ტაჯიკეთი, სადაც მთავარი რისკ-ფაქტორი საბაჟო კორუფციის დონეა. შედარებით უკეთესი ვითარებაა ამ მხრივ მეხუთე ადგილზე გასულ ბელარუსში, თუმცა ზოგადად, პრობლემები იგივეა, რის გამოც, ხილისა და ბოსტნეულის ბიზნესით დაინტერესებულთათვის საიმედო პარტნიორად ვერ ჩაითვლება.
უზბეკეთმა ამ რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა. აქვე უნდა აღინიშნოს სიტუაციის მუდმივი გაუმჯობესება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რაც საშუალებას აძლევს ქვეყანას მუდმივად გახსნას ახალი ბაზრები, ასევე მოიპოვოს ახალი მომწოდებლები. საერთო სურათს გარკვეულწილად აფუჭებს ექსპორტის პერიოდული აკრძალვები, ასევე რიგ საქონელზე გადასახადების მხოლოდ დროებითი განულება, რაც აფერხებს გრძელვადიან ურთიერთობებს.
ამ „ანტირეიტინგში“ ევროკავშირის კიდევ ორი ქვეყანა მოხვდა – უნგრეთი და სლოვაკეთი. ორივემ თავისი რეპუტაცია შელახა უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის უკანონო აკრძალვით, ამას სლოვაკეთმა სასაზღვრო გამშვები პუნქტების ბლოკირებაც დაუმატა.
მეცხრე ადგილი ეკუთვნის რუმინეთს, მას იგივე პრობლემა აქვს, რაც სხვა ევროკავშირის წევრს, მაღალი სატარიფო გადასახადი, თუმცა მას შეუძლია შედეგების გაუმჯობესება, ახლახან დაწესებული კორუფციის და არასატარიფო აკრძალვების მიმართულებით რეგულაციებით.
უკრაინა რეიტინგში მეათეა. მის ძირითად პრობლემად მიჩნეულია კორუფციის დონე და საბაჟო პროცედურების შენელება. თუმცა სხვა ასპექტებში ქვეყანა ბევრად უკეთ მუშაობს, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები.
მოლდოვა მეთერთმეტე ადგილზეა, სადაც ვითარება სულ უფრო უმჯობესდება, სხვადასხვა ხელოვნური შეზღუდვების რაოდენობა კი მცირდება.
რეგიონის საუკეთესო პარტნიორად შეიძლება საქართველო ჩაითვალოს. ვაჭრობის თითქმის სრული ლიბერალიზაცია, დაბალი გადასახადები, არასატარიფო ბარიერების და იმპორტსა და ექსპორტზე აკრძალვების არარსებობა, კორუფციის დაბალი დონე ამ ქვეყანას კარგ სავაჭრო პარტნიორად აქცევს, მიუხედავად შიდა ბაზრის მცირე ზომისა. – ნათქვამია EastFruit-ის სტატიაში.