ორბანი „ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს – წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს – ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ს პირვანდელ ან წინასწარ შედეგებს გამოაცხადებდა.
გამარჯვება, პროსახელისუფლებო „იმედის“ ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით, ხელისუფლებამაც იზეიმა.
„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ს და ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. ქართველმა ხალხმა იცის, რაა უკეთესი მათი ქვეყნისთვის და დღეს მათ თავიანთი ხმა დააფიქსირეს“, – წერს ორბანი, რომელიც ევროკავშირში, ფაქტობრივად, „ოცნების“ ერთადერთი მოკავშირეღაა.
„ქართულ ოცნებას“, „იმედის“ ეგზიტპოლის თანახმად, ხმათა 56,1% აქვს. „ფორმულას“ და „მთავარის“ ეგზიტპოლებით, „ოცნებას“ უმრავლესობის მოპოვებისთვის საკმარისი მანდატები ვერ ექნება.

ასევე დაგაინტერესებთ

გენო ოსიყმაშვილი: ქეთას ერთხელაც არ შეშლია არც კოლეგიალობა, არც მეგობრობა და, რაც ყველაზე მთავარია – მოქალაქეობრიობა. როგორ შეიძლება ქვეყნისთვის უკეთესი იყოს ასეთი ადამიანის ციხეში ყოფნა?

გიორგი შარაშიძე – ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ვერავინ გვიკარნახებს კრიტერიუმებს, როგორი უნდა იყოს ოპოზიციონერობა – პარლამენტში ვისარგებლებთ უკლებლივ ყველა ინსტრუმენტით – „ოცნებას“ გინების არ ეშინია, ეშინია ჯანსაღი ოპონირების