ლევან ხაბეიშვილი – 20:00 საათზე მორჩება ივანიშვილის რეჟიმი და „მილიციელები“, რომლებიც კანონს უნდა იცავდნენ, კანონის წინაშე აგებენ პასუხს

20:00 საათზე მორჩება ივანიშვილის რეჟიმი და „მილიციელები“, რომლებიც კანონს უნდა იცავდნენ, კანონის წინაშე აგებენ პასუხს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის განცხადებით, ვინც მასთან ერთად გადაადგილდება, ყველას აკავებენ.
„ყველას პოლიციური რეიდი აქვს. აგებენ არჩევნებს, გრძნობენ ამას და ჩემთან ერთად ვინც გადაადგილდება, ყველას აკავებენ. ნახეთ, რომ სალომე კაპანაძე და მამუდი მამედოვი დააკავეს. ყველა, ვინც ჩემთან ერთად დადის და ევროპულ ხმას იცავს, ყველას აკავებენ. ესენი არ არიან პოლიციელები, ესენი არიან „მილიციელები“, რომლებიც დავალებებს ასრულებენ. ის კრიმინალები, რომლებიც თვითონ მოაბილიზეს, რა თქმა უნდა, არ დაუკავებიათ. 8 საათზე მორჩება ივანიშვილის რეჟიმი და ეს ადამიანები, რომლებიც კანონს უნდა იცავდნენ, კანონის წინაშე აგებს პასუხს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”