გიორგი მარგველაშვილი – დღეს ამ ხელისუფლებას პლაცკარტის ბილეთი გამოვუწერე, სადაც მათი ადგილია – რუსეთის ფედერაციაში

დღეს ქართველ ხალხთან ერთად ამ ხელისუფლებას პლაცკარტის ბილეთი გამოვუწერე, სადაც მათი ადგილია, ს ფედერაციაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ამომრჩევლის აქტიურობა საარჩევნო უბნებზე არის ხელისუფლების ცვლილების მანიშნებელი.
“ხედავთ რიგია და ეს ნიშნავს საქართველოში მხოლოდ ერთს, როდესაც ამდენი ამომრჩეველი მოდის, ეს არის ნათელი გზავნილი, რომ ხელისუფლება იცვლება. დღეს მეც, ქართველ ხალხთან ერთად, გამოვუწერე პლაცკარტის ბილეთი ამ ხელისუფლებას, სადაც მათი ადგილია, რუსეთის ფედერაციაში. ასეთია ჩემი განწყობა და იმ ადამიანებისა, ვისაც მე აქ ვხედავ. როცა ოპოზიციას შეუძლია საკუთარი ამომრჩევლის გამოყვანა, ეს ნიშნავს, რომ სტაბილური რაც აქვს ხელისუფლებას, იმაზე მეტი გამოდის. ეს არის ჯამურად ოპოზიციის გამარჯვება. მოლოდინი მაქვს ადეკვატური და ერთიანი მოსახლეობასთან ერთად – სიახლის, ახლის დაწყების, ამ დამყაყებულის დამთავრების და გაშვების“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: პრემიერის ეპოქალური გამოსვლა უნგრეთში,, სამართლიანი დაჭერები , “ახალი სისხლი” ძალოვან უწყებებში, რეორგანიზაცია სამინისტროებში იძლევა დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ დიდი წმენდა დაიწყო!

გიორგი რუხაძე – კარგია, რომ ასეთი მაღალი დონის ვიზიტები ბრუნდება, თუმცა არ მგონია, სენატორ დეინსის ვიზიტი იყოს ივანიშვილის ელჩთან შეხვედრის ალტერნატივა, რომლის მიზანიც იყო ხელისუფლებისთვის რუბიოს გზავნილის გადაცემა