ავსტრალიის საარჩევნო უბანზე „ოცნებამ“ 30% მიიღო, 70% – ოპოზიციამ

ავსტრალიის ნომერ 60 საარჩევნო უბანზე, რომელიც უკვე დაიხურა დროის სხვაობის გამო, „ქართულმა“ ოცნებამ ხმების 30% მიიღო, ოთხ დიდ ოპოზიციურ პარტიას კი 70% ერგო.
შემაჯამებელი ოქმი „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გამოაქვეყნა.
შედეგები ასე გადანაწილდა:
· „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 14 ხმა (28%)
· „ნაციონალური მოძრაობა“ – 10 ხმა (20%)
· „ძლიერი საქართველოსთვის“ – 9 ხმა (18%)
· „გახარია საქართველოსთვის“ – 2 ხმა (4%)
· „ქართული ოცნება“ – 15 ხმა (30%).

ასევე დაგაინტერესებთ

Harris X-ის ეგზიტპოლების თანახმად, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 42% მიიღო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18%; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 13%; „ძლიერმა საქართველომ“ – 9%; „გახარია საქართველოსთვის“ – 8%