თინა ბოკუჩავა – დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროპულ მომავალს აირჩევს მათი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროპულ მომავალს აირჩევს მათი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომელიც საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ეროვნული გამარჯვების დღე.
“მე დღეს ხმა მივეცი ევროპულ მომავალს ჩემი შვილებისთვის: ნიკოსთვის, სანდროსთვის, ლუკასთვის, რომელიც სახლში გველოდება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროპულ მომავალს აირჩევს მათი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ეროვნული გამარჯვების დღე, რომელიც გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას, ხელისუფლებაში კოალიციური ძალების მოსვლას, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უმოკლეს ვადებში შეიყვანენ ევროკავშირში, თითოეულ მოქალაქეს ექნება ევროპული კეთილდღეობის შანსი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე ადენაუერის ფონდის ოფისის დახურვაზე – ეს მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც „ოცნებამ“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი შემოაბრუნა – სამწუხაროა, რომ ასეთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოდან გადის

მიხეილ სააკაშვილი – 2012 წლის 1 ოქტომბერს დემოკრატიულად გადავაბარე ხელისუფლება, 2021 წლის 1 ოქტომბერს, ვისაც გადავაბარე, იმათ ჩამაგდეს ციხეში – დღეს სრულდება ისტორიული სირცხვილის – ქართველების მიერ ჩემი დატყვევების 5 წლისთავი