ისრაელმა ირანში სამხედრო ობიექტები დაბომბა

ისრაელმა ირანში სამხედრო ობიექტები დაბომბა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„ირანის რეჟიმის მიერ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ თვეების განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალები ირანში მდებარე სამხედრო ობიექტებზე ზუსტ დარტყმებს ახორციელებენ“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ოპერაცია „მონანიების დღეები“ სარაკეტო დარტყმების სამი ტალღის განხორციელების შემდეგ დასრულდა.
„საპასუხო დარტყმა განხორციელდა და მისია შესრულდა. ჩვენი თვითმფრინავები სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“, – აღნიშნავენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ირანის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის სამიზნე თეირანის, ხუზისტანისა და ილამის პროვინციებში მდებარე სამხედრო ობიექტები იყო. ასევე, მათი ცნობით, ირანის საჰაერო თავდაცვამ იერიშები წარმატებით მოიგერია, მაგრამ ზოგიერთი ობიექტი დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე – ძალიან კარგად იციან, რომ თუ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიაზე, ამას მოჰყვება შესამაბისი რეაგირება – იციან, რომ სასჯელი დიდი არ არის, ამით უნდათ პოლიტიკური ბენეფიტების მიღება

შალვა პაპუაშვილი – მგონი, ბატონმა ფიშერმა უარი თქვა ელჩობაზე და იქცა რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად – გერმანელი ხალხი ნამდვილად არ არის ამ ღირებულების მატარებელი, რასაც ფიშერი ქართველ ხალხს აჩვენებს

ცირა ელისაშვილი: არჩევნებში თუ შედიხართ გაბედეთ ამის თქმა, დროულად. საზოგადოება თავად შეაფასებს თქვენი პოზიციის მართებულობას, მთავარია რომ თქვათ სიმართლე, როცა თქვენი კოლეგის სიცოცხლე ბეწვის ხიდზე გადის!