მიზეზი კონტრაქტის საკითხი არაა – კვარაცხელია შეიძლება დღეს სასტარტოში არ იყოს

26 ოქტომბერს, სერია A-ს მეცხრე ტურში “ნაპოლი” “ლეჩეს” უმასპინძლებს და როგორც Il Mattino იტყობინება, ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი ანტონიო კონტე ს ერთ-ერთ აუტსაიდერთან მატჩში სასტარტოში არ დააყენებს.
მიზეზი არაა დაკავშირებული კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხთან, უბრალოდ კონტე ქართველს დასვენების საშუალებას მისცემს, რათა სამი დღის შემდეგ “მილანთან” შეხვედრას უკეთეს ფიზიკურ მზადყოფნაში შეხვდეს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, ხვიჩა “ლეჩესთანაც” სასტარტოში იყოს.
“რეპუბლიკას” მტკიცებით, მატეო პოლიტანოს ნაცვლად ხვალ ძირითად შემადგენლობაში სირილ ნგონჟი იქნება. აგრეთვე, სავარაუდოდ, დაბრუნდება მეკარე ალექს მერეტი, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და პირველივე
წუთიდან ითამაშებს მატიას ოლივეირა.
tuttonapoli ირწმუნება, რომ “ნაპოლის” სასტარტო თერთმეტეული ასეთი იქნება: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივეირა, ანგისა, გილმორი, მაკტომინეი, ნერესი, ნგონჟი, ლუკაკუ.
მატჩი “დიეგო მარადონაზე” თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.