რას ჰპირდება ამომრჩეველს “ქართული ოცნება” | მოკლედ

12-წლიანი მმართველობის შემდეგ, “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში მოსვლა მე-4 ვადით სურს. უფრო მეტიც, ისინი მოსახლეობას მხარდაჭერას საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებისთვის სთხოვენ.
ძირითადი გზავნილები მმართველმა პარტიამ ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გაახმიანა. 20 აგვისტოს გამოქვეყნდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადება, სადაც ისინი ჩამოთვლიან იმ საჭიროებებს, რისთვისაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ. ასეთი სულ ოთხია:
· ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვა;
· “ლგბტ პროპაგანდასთან” ბრძოლის საბაბით ჰომოფობიური, დისკრიმინაციული, ღირსების შემლახავი და ცენზურის დამწესებელი კონსტიტუციური კანონის მიღება;
· შესაძლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები;
· საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის “უფრო ზუსტად” ასახვა კონსტიტუციაში.
უშალოდ საარჩევნო კამპანიის დროს, რეგიონებში შეხვედრებისას მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები და გზავნილები ძირითადად ამ საკითხების ირგვლივ ტრიალებდა. მათ შორის იყო “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, , რომელიც საკუთარ ამომრჩეველს ტყვიაგაუმტარ შუშას ამოფარებული მიმართავდა.
ამას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ე.წ. გლობალური ომის პარტიის შესახებ შეთქმულების თეორიით ხსნის. ეს არის “ქართული ოცნების” კონსპირაციის თეორია დასავლეთში არსებული გლობალური ძალის შესახებ, რომელსაც თითქოს საქართველოში არეულობის მოწყობა, მათ შორის მეორე ფრონტის გახსნა სურს. გარდა ამისა, “ოცნების” ლიდერების მტკიცებით, მას გავლენა აქვს როგორც ევროკავშირზე, ისე -ის პოლიტიკურ ელიტაზე.
მმართველი პარტიის ლიდერები გლობალური ომის პარტიის წევრებად მოიხსენიებენ ყველას, ვინც მათ გააკრიტიკებს ან მათი მისამართით კრიტიკულ კითხვას დასვამს. მათ შორის, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიების, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ისინი არასდროს სცემენ პასუხს კითხვაზე, კონკრეტულად ვინ იგულისხმებიან ამაში, ვერ ასახელებენ ვერც ერთ ადამიანს, ვინც ამ შეთქმულების სათავეში დგას.
თუ “გლობალური ომის პარტიას” ინგლისურ (ან სხვა) ენაზე მოძებნით Google-ში, ნახავთ, რომ საძიებო სისტემა ძირითადად მხოლოდ ირაკლი კობახიძის და “ოცნების” სხვა ლიდერების კონსპირაციულ თეორიებს ამოგიგდებთ. ბიძინა ივანიშვილმა “იმედთან” ინტერვიუში დაადასტურა, რომ ეს სიტყვათა შეთანხმება (გლობალური ომის პარტია) პირადად მან გამოიგონა.
ამ ფონზე მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია, ისევე როგორც მათი მთელი რიტორიკა ბოლო თვეების განმავლობაში, სწორედ “გლობალური ომის პარტიას”, მისგან მომდინარე პოტენციურ რისკებსა და იმას ეფუძნება, რომ საქართველოს მისგან დაცვა მხოლოდ “ქართულ ოცნებას” შეუძლია.
სწორედ ამ რიტორიკის გაგრძელებაა მმართველი პარტიის მიერ 26 ოქტომბრის ს რეფერენდუმად განხილვა, სადაც მოსახლეობამ არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის უნდა გააკეთოს. ამ პროპაგანდისტული გზავნილის უკეთ საილუსტრაციოდ “ქართულმა ოცნებამ” ში მიმდინარე ომის ინსტრუმენტალიზებაც კი სცადა.
1. პოლიტიკური რევანში – ოპოზიციური პარტიების აკრძალვა
12-წლიანი მმართველობის შემდეგ, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი დაპირება ყოფილი სახელისუფლებო პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვაა. აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი – მმართველი პარტია თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას “კოლექტიურ ნაცმოძრაობას” უწოდებს და მათ ისევ და ისევ “გლობალური ომის პარტიასთან” აკავშირებს. შესაბამისად, როცა ისინი ამბობენ, რომ აკრძალავენ “კოლექტიურ ნაციონალურ” მოძრაობას, გულისხმობენ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვისაც არჩევნებში ბარიერის გადალახვის შანსი აქვს. მათ შორის- მათივე წიაღიდან გამოსული გიორგი გახარიას პარტიასაც.
მ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ამ პარტიებს არაკონსტიტუციურად გამოაცხადებენ, დღის წესრიგში დადგება მათი საარჩევნო სიით გასული დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატებიც გაუქმების საკითხიც. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტში, ისევე როგორც ზოგადად ქვეყანაში, მხოლოდ ერთი პარტია – “ქართული ოცნება” დარჩება.
თავი რომ დავანებოთ იმას, რამდენად აქვს “ქართულ ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობის” თუ სხვა რომელიმე პარტიის აკრძალვის რეალური სამართლებრივი საფუძველი, ასევე იმას, რამდენად უარყოფითად აისახება ეს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხზე, მმართველი პარტია უბრალოდ იტყუება, როცა ამომრჩეველს ეუბნება, რომ ამისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება:
რომელიმე პარტიის აკრძალვას უფლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს მინიმუმ 30 დეპუტატს. “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც ბევრად მეტი დეპუტატი ჰყავს. შესაბამისად, ამ მიზნით საკონსტიტუციო უმრავლესობის მოთხოვნა მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლის მოტყუება და მანიპულირებაა.
ამავე თემაზე: „ოცნების” მანიპულაცია, რომ ოპოზიციის აკრძალვა მოლდოვისა და უკრაინის მაგალითებით მართლდება

2. არადემოკრატიული კანონების მიღება
“ქართულმა ოცნებამ” უკვე მიიღო ჰომოფობიური და ღირსების შემლახავი კანონი, რომელიც აწესებს ცენზურას. ახლა მას ამ დისკრიმინაციული კანონის კონსტიტუციით განმტკიცება სურს.
კანონის მიღების მოტივად “ოცნება” ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვას ასახელებს და ამბობს, რომ საზოგადოება ლგბტქ+ პროპაგანდისგან უნდა დაიცვას. სინამდვილეში, არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ რაიმე სახის “პროპაგანდას” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია. მსოფლიოს არაერთ წერტილში ამ თემით მანიპულირებს მრავალი ულტრაკონსერვატიული ჯგუფი, თუმცა — მყარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე.
კანონის მიღება მკვეთრად გააკრიტიკეს როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათ შორის, ვენეციის კომისიამ.
ამავე თემაზე: „ოცნება“ PACE-ში გმობდა ჰომოფობიურ კანონებს, რომლის მსგავსსაც ახლა თავად იღებს

3. ივანიშვილის ბოდიში ოსებს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის “ოცნებისეული” ხედვა
მესამე მიზეზი, რის გამოც მმართველი პარტია ამომრჩეველს საკონსტიტუციო უმრავლესობას სთხოვდა, “შესაძლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებია”.
თავდაპირველად “ოცნების” ლიდერები არ აკონკრეტებდნენ, რას გულისხმობდნენ ამაში. პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ “ქართულ ოცნებას” ესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ვერავინ შეუქმნას დაბრკოლება”.
მოგვიანებით, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბოდიში უნდა მოვიხადოთ “იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”. ეს განცხადება ივანიშვილმა 14 სექტემბერს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გორში გამართული შეხვედრისას გააკეთა – ქალაქში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო.
ივანიშვილს მალევე გამოეხმაურა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ლიდერი ედუარდ კოკოითი, რომელმაც თქვა, რომ ბოდიშის შემდეგ ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის დამოუკიდებელ სახელმწიფოს აღიარებას ელის. მეტიც, კოკოითის თანახმად, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმს პრეტენზია არა მხოლოდ სამაჩაბლოზე, არამედ თრუსოს ხეობასა და გუდაურზეც აქვს.
ივანიშვილს გამოეხმაურნენ აფხაზეთში. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ საქართველოს ბოდიში აფხაზებთანაც აქვს მოსახდელი. თუმცა იქვე დაამატა, რომ ამით ს სტატუსი არ გადაიხედება.
საზოგადოებაში გაჩენილი კრიტიკის საპასუხოდ “ქართული ოცნების” სპიკერები ცდილობდნენ წარმოეჩინათ, რომ ივანიშვილმა ბოდიში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით ახსენა, თუმცა ამ საკითხს ცივი წყალი გადაასხა თავად მოსკოვმა.
სერგეი ლავროვმა და ს სხვა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაერთგზის განაცხადეს, რომ მოსკოვი არ აპირებს უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება. რუსეთი არც საოკუპაციო ჯარის გაყვანას აპირებს საქართველოს ტერიტორიებიდან, თუმცა მათ თბილისს ცხინვალთან და სოხუმთან, როგორც დამოუკიდებელ და მეზობელ ქვეყნებთან, ურთიერთობების მოწესრიგებაში დახმარება შესთავაზეს.
4. მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების სურვილი და უარი საპატრიარქოდან

მეოთხე დაპირებას “ქართული ოცნება” თავდაპირველად არ ასაჯაროებდა. პოლიტსაბჭოს განცხადებაში მხოლოდ ის ეწერა, რომ საკითხის “კონსტიტუციით მოწესრიგებას საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს”.
მოგვიანებით მის შესახებ ინფორმაცია არა პარტიამ, არამედ სასულიერო პირებმა გაავრცელეს. საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” უთხრა, რომ მმართველი პარტიისგან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზება მიიღეს.
29 აგვისტოს საპატრიარქოში შეხვედრა შედგა, სადაც სასულიერო პირებმა მმართველი პარტიის შეთავაზება განიხილეს. მათი ერთიანი პოზიცია იყო, რომ ამ საკითხზე დაჩქარებული წესით მსჯელობა მიუღებელია. სა და ხობის მიტროპოლიტის, გრიგოლ ბერბიჭაშვილის ინფორმაციით, მღვდელმთავრების აზრს იზიარებს თავად პატრიარქიც.
მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა განაცხადა, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განაცხადი ეკლესიის ინსტიტუციური განადგურების, დემოკრატიისგან გადახვევის და საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი შეიძლება იყოს.
საბოლოოდ ამ შეთავაზებაზე ეკლესიამ უარი თქვა.
საპატრიარქოსგან მიღებული უარის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ამ განცხადების განმარტებაც მოუწია. გურიაში ამომრჩეველთან შეხვედრისას მან თქვა, რომ თუ “ქართული ოცნება” არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს, კონსტიტუციაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლს, რომელიც ისედაც არის განსაკუთრებულად ხაზგასმული და შეფასებული, “უფრო ზუსტად” ასახავენ.
ეს არის ის ძირითადი გზავნილები, რასაც “ქართული ოცნების” ლიდერები წინასაარჩევნო პერიოდში ახმიანებენ.
უშუალოდ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია მმართველმა პარტიამ 8 ოქტომბერს გამართა. ირაკლი კობახიძემ, რომელიც პრემიერ-მინისტრობას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობასაც უთავსებს, პრეზენტაციის დიდი ნაწილი განვლილი 12 წლის მიღწევებზე საუბარს დაუთმო. სამომავლო გეგმების წარდგენამდე მან ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარება ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანდაცვისა თუ სოფლის მეურნეობის სფეროებში 2012 წლამდე პერიოდს შეადარა და განაცხადა, რომ განვითარება იმავე ტემპებით გაგრძელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამით გათვალისწინებული დაპირებების ნაწილი შესასრულებელ ვადად არა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდი, არამედ 2029 და 2030 წლები დაასახელა.