“რეალი” მბაპეს გაფორმებას ამ ზამთარსავე შეეცდება

AS-ის ინფორმაციით, “რეალი” პსჟ-ის ფორვარდის კილიან მბაპეს გაფორმებას ამ ზამთარსავე შეეცდება.
2024 წლის 1 იანვარს, მას შემდეგ რაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსენება, მადრიდელთა წარმომადგენლები ფრანგი ფეხბურთელის დედასთან და ამავდროულად აგენტთან ფაიზა ლამარისთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
“სამეფო გუნდი” აპირებს, რომ მბაპეს 2-კვირიანი ვადა მისცეს და გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა კარიერას “რეალში”.
“ბლანკოსს” სიტყვიერი შეთანხმება არ სურს და გუნდის მიზანია, რომ კილიანთან წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდეს.