ზელენსკიმ არ ისურვა გაეროს გენერალური მდივნის კიევში ჩასვლა

უკრაინის პრეზიდენტმა მ უარი თქვა გაეროს გენერალური მდივნის, ს კიევში ვიზიტზე.
ამის შესახებ France Presse და RBC-Ukraine იუწყებიან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წყაროებზე დაყრდნობით. ვიზიტზე უარის მიზეზი გახდა გუტერეშის მონაწილეობა “ბრიქსის” სამიტში, რომელიც რუსეთში, ყაზანში გაიმართა.
24 ოქტომბერს გამართულ სამიტზე გუტერეშმა საერთაშორისო ლიდერებს, მათ შორის ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, მოუწოდა ში „სამართლიანი მშვიდობის“ დამყარებისკენ.
ზელენსკის ოფისმა თავად გუტერეშის რუსეთში ვიზიტის ფაქტი “გონიერების და საერთაშორისო სამართლის დამცირებად” შეაფასა.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკმაყოფილება გამოთქვა გუტერეშის რუსეთში ვიზიტის გამო. „გაეროს გენერალურმა მდივანმა უარყო უკრაინის მიწვევა შვეიცარიაში გამართულ პირველ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე, თუმცა მიიღო მიწვევა ყაზანში ომის დამნაშავე პუტინისგან. ეს არასწორი არჩევანია, რომელიც ხელს არ უწყობს მშვიდობის საქმეს. ეს მხოლოდ ზიანს აყენებს გაეროს რეპუტაციას“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თავის მხრივ, გუტერეშმა პუტინთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. “ბრიქსის” სამიტის შემდეგ გუტერეში კიევში ჩასვლას გეგმავდა, მაგრამ ზელენსკის ოფისმა უარი თქვა მის ვიზიტზე. გუტერეშმა აქამდეც არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთის აგრესია უკრაინაში და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი ქმნის „საშიშ პრეცედენტს“ მსოფლიოსთვის.
2024 წლის აპრილში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა, რომ სურს უკრაინაში ომი დასრულდეს ტერიტორიული მთლიანობის პირობებით.