ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა

ამ მოცულობის დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ლარი არაერთ უცხოურ ვალუტასთან გაუფასურდა, მათ შორის დოლართან და ევროსთან – ლარი ევროსთან 0,83 თეთრით გაუფასურდა, დოლართან კი 0,17 თეთრით.
გუშინ, 24 ოქტომბერს, 60 მილიონი დოლარის გაყიდვა ეროვნულმა ბანკმა ასე ახსნა:
„სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო“, – წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
მხოლოდ ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა 213 მილიონი დოლარი გაყიდა, მიმდინარე წელს კი ჯამში – 382 მილიონი.
ხვალ, 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო იმართება. პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელია, პარტიამ გადალახოს 5%-იანი ბარიერი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”