შეშფოთება გამოიწვია – შაჰინი ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლების სახლების ჩხრეკაზე

ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებით, ატლანტიკური საბჭო ქართველი თანამშრომლების სახლების ჩხრეკამ შეშფოთება გამოიწვია „საქართველოს შესაძლებლობაზე, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი “.
ამის შესახებ მან გამოცემა The Hill-ს განუცხადა.
„ქართველ ხალხს და მის სამოქალაქო საზოგადოებას აქვს უფლება, მოუსმინონ და პატივი სცენ მათ ხმას – ეს არის ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის მთავარი პრინციპი.
იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა ამ კონკრეტულ ცნობებს შეისწავლის და სერიოზულად მიიღებს მათ“, – განაცხადა მან.
გუშინ, 24 ოქტომბერს დილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამერიკული „ატლანტიკური საბჭოს“ ორი ქართველი თანამშრომლის, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლებშიც შევიდა გასაჩხრეკად. სოფო გელავას თქმით, სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე, მათ შორის ფულის გათეთრების მუხლით „ატლანტიკური საბჭოს“ კონტრაქტორ HR კომპანიასთან დაკავშირებით.
ატლანტიკური საბჭო აცხადებს, რომ მომხდარით ღრმად შეშფოთებულია და იმედი აქვს, რომ ხელისუფლება საკითხს ნათელს მოჰფენს და მათი თანამშრომლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა კობახიძე – მივმართავ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომიისიის წევრებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს, კეთილსინდისიერად შეასრულეთ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის ფუნქციები და უზრუნველყავით ამომრჩევლის ნება