უკრაინის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეის სამხედროებს კურსკის რეგიონში განათავსებს

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია ს კურსკის რეგიონში ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა დისლოცირების შესახებ.
სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ კორეიდან პირველი დანაყოფები საბრძოლო ზონაში 23 ოქტომბერს ჩავიდნენ. დაზვერვის სამსახური ამბობს, რომ მათი ადგილზე ყოფნა “აღირიცხა რუსეთის ფედერაციის კურსკის რეგიონში”, სასაზღვრო არეალში, სადაც აგვისტოში უკრაინის ძალები შევიდნენ.
ამგვარი დისლოცირება ზრდის ალბათობას, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები რუსეთის არმიას შეუერთდებიან უკრაინის ომში, რომელიც გამოიწვია ში რუსეთის სრული მასშტაბით შეჭრამ 2022 წლის თებერვალში.
კრემლი ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა დისლოცირების შესახებ ინფორმაციას “ყალბ ცნობებს” უწოდებდა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 ოქტომბერს არ უარყო ჩრდილოეთ კორეის სამხედროების ამჟამად ყოფნა რუსეთში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – შემოვიდა ინფორმაცია, რომ ისრაელში, სადაც ერთადერთი უბანი გაიხსნა, ცდილობენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან – ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობს ყოფილი ელჩი, ლაშა ჟვანია