მნიშვნელოვანია, ნატო-მაც გადაიღოს ევროკავშირის მიდგომები და გვითხრას ზუსტი კრიტერიუმები – შალვა პაპუაშვილი

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი მქონდა იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, ნატო-მაც გაიზიაროს ის მიდგომები, რომლებიც ბოლო პერიოდში ევროკავშირს აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო, თუ როგორ ახერხებს საქართველო, უსაფრთხოების ძალიან რთულ გარემოში შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო.
“ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი მქონდა, თუ როგორ ახერხებს საქართველო, უსაფრთხოების ძალიან რთულ გარემოში შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო და ამავე დროს მონაწილე იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის სახით. საუბარი მქონდა იმაზე, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესის კვალდაკვალ მნიშვნელოვანია, ნატო-მაც გაიზიაროს ის მიდგომები, რომლებიც ბოლო პერიოდში ევროკავშირს აქვს, როცა ჩვენთვის მოცემულია მკაფიო მოლოდინები რეკომენდაციების სახით, რასაც შემდეგ მოჰყვება შესაბამისი გადაწყვეტილებები, როცა ჩვენ ამა თუ იმ რეკომენდაციაში პროგრესს ვაღწევთ. მნიშვნელოვანია, ნატო-მაც ეს მიდგომები გადაიღოს და გვითხრას ზუსტი კრიტერიუმები და მოლოდინები. ასევე ჩანდეს, რომ როცა იქნება პროგრესი ამ საკითხებზე, ამას ნატო-ს მხრიდან გადაწყვეტილებები მოჰყვება,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი