პრემიერ-მინისტრი წყალბურთელთა კლუბ „დინამო თბილისის” შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი , მთავრობის წევრებთან ერთად, წყალბურთელთა კლუბ „დინამო თბილისის” შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერას დაესწრო, რომლის სახელწოდებაა „32 წუთი”.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“დოკუმენტური ფილმი ასახავს კლუბ „დინამო თბილისის” ისტორიას, რომელიც 1938 წლიდან იწყება. 1992 წელს კლუბმა არსებობა დროებით შეწყვიტა, 25 წლის შემდეგ კი, მოქმედმა წყალბურთელებმა კლუბი ხელახლა დააფუძნეს. იმავე წელს „დინამო თბილისი” საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა და 2023 წლის მონაცემებით, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონია. „დინამო თბილისი” ასევე ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.