“ეცდებიან, ფსიქოლოგიურად დაგვზაფრონ” – პრეზიდენტი ცესკოს სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შეყვანაზე

ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა მას ჰკითხა, მიუთითებს თუ არა მთავრობის მხრიდან ძალის დემონტრირებაზე, წყლის ჭავლის მანქანების შეძენასა და სტრატეგიული ობიექტების ნუსხის განახლებაზე საუბარი? – რაზეც პრეზიდენტმა ასე უპასუხა:
“მიუთითებს იმაზე, რომ ფსიქოლოგიურად ეცდებიან ჩვენ დაგვზაფრონ, ჩაგვაყენონ სწორედ იმ დაძაბულ მდგომარეობაში. არავინ არ ვაპირებთ გადატრიალებას, ს შენობა იყოს სადაც არის, ცესკომ დადოს ს რეალური შედეგები და ყველა კმაყოფილი იქნება”.
დღეს, 24 ოქტომბერს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგიული ობიექტების შესახებ დადგენილება. ამ ობიექტების ჩამონათვალშია ცესკოს, სასამართლოების, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულების შენობები, მათ შორის საპატრიარქოც კი.
საქართველოს მთავრობის №361 დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი . მასში წერია, რომ სტრატეგიული ობიექტების ნუსხა განისაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ორი მუხლის მიზნებისთვის:
· სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლში წერია, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება ორ წლამდე პატიმრობით. იგივე ქმედება ჯგუფურად კი – ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით;
· სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით ისჯება 10-დან 15 წლამდე პატიმრობით.
დღესვე, ვახტანგ გომელაური პრემიერ ირაკლი სთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს ახალ ბაზას ეწვია, სადაც განაცხადა, რომ შეიძინეს წყლის ჭავლის ახალი მანქანები.
“მოეწყო სასწავლო ოთახები, შევიძინეთ ახალი აღჭურვილობა და ტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანები. დიდი ხნის წინ, წინა მთავრობის დროს შეძენილი მანქანები იყო და ჩვენ დავამატეთ, განვაახლეთ. განახლდა სპეცრაზმის შეიარაღება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ცესკოს შენობის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილს რკინის ჯებირი შემოარტყეს. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების პრესსამსახურმა 17 აგვისტოს გაავრცელა. მასში ეწერა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი აქტიურ ფაზაშია და საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს“.