უკრაინის დაზვერვა – ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველი ქვედანაყოფები უკვე ჩავიდნენ კურსკის ოლქში

ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველი ქვედანაყოფები უკვე ჩავიდნენ კურსკის ოლქში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
“სამხედროების პირველი ქვედანაყოფები ჩრდილოეთ კორეიდან, რომლებმაც მომზადება ს აღმოსავლეთ პოლიგონებზე გაიარეს, უკვე ჩავიდნენ რუსეთ-უკრაინის ომის საბრძოლო ქმედებების ზონაში – კერძოდ, 2024 წლის 23 ოქტომბერს მათი გამოჩენა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში დაფიქსირდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების კოორდინაციისთვის, რომელთა გამოყენებასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გეგმავს, რამდენიმე კვირა გამოიყოფა. განცხადების თანახმად, რუსეთში ჩასული ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების რაოდენობა დაახლოებით 12,000 ადამიანს შეადგენს, მათ შორის არიან 500 ოფიცერი და სამი გენერალი.
განცხადების თანახმად, სთან ბრძოლაში და დასავლეთთან გლობალურ დაპირისპირებაში კრემლი დიდ იმედებს ამყარებს ჩრდილოეთ კორეის კომპონენტზე.