საფრანგეთი ლიბანის დასახმარებლად 100 მილიონ ევროს გამოყოფს

საფრანგეთი ლიბანის დასახმარებლად 100 მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით გამართული საერთაშორისო კონფერენციის მიზანი ლიბანისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 400 მილიონზე მეტი ევროს შეგროვებაა.
„ლიბანის მოსახლეობას დიდი რაოდენობით დახმარება ესაჭიროება, როგორც ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, ასევე მათი მასპინძელი თემებისთვის“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა: ხვიჩა კვარაცხელია და ლაშა შავდათუაშვილი აზიარებენ ანწუხელიძის გმირობისა და რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების ზუსტ თარიღს 7 აგვისტოს მადლობა მათ ამ თითქოსდა მარტივი ჭეშმარიტებისთვის

თაზო დათუნაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე – 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას, 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები ვერ და არ ახსენებენ რუსეთს