ვოლოდიმირ ზელენსკი – როდესაც და თუ გამარჯვების გეგმა სრულად განხორციელდება, ჩვენ ვნახავთ რუსეთს სამშვიდობო სამიტზე

უკრაინის მიერ წარდგენილი გამარჯვების გეგმის სრულად განხორციელების შემდეგ რუსეთს სამშვიდობო სამიტზე ვიხილავთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ს პლატფორმის საპარლამენტო სამიტზე განაცხადა.
მისი თქმით, მ პარტნიორებს წარუდგინა გამარჯვების გეგმა, რომელიც შეიცავს ყველაფერს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ რუსეთს, სამართლიანი მშვიდობის გარდა, ყოველგვარი ალტერნატივა წაერთვას, რომლის იმედიც ახლა აქვს.
“როდესაც და თუ გამარჯვების გეგმა სრულად განხორციელდება, ჩვენ ვნახავთ რუსეთს სამშვიდობო სამიტზე. ჩვენ დავინახავთ რეალიზებულ მშვიდობის ფორმულას. დავინახავთ გაერო-ს წესდების მიზნებისა და პრინციპების სრულად აღდგენილ ეფექტურობას. დღეს, გაერო-ს საერთაშორისო დღეს, ეს განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს. მე ნამდვილად მინდა შევახსენო საერთაშორისო ბიუროკრატიას და პოლიტიკურ ლიდერებს, რომ დღეს გაეროს დღეა მთელ მსოფლიოში და არა სადმე ყაზანში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ინდოეთის საგარეო უწყება ტრამპის განცხადებაზე – ინდოეთი თავისი ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს – ინდოეთის მიზანში ამოღება გაუმართლებელია

შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძეზე – მისი მდგმურისკენ რომ ხელს იშვერს თავის დასაძვრენად, ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ, ბანკირს ის უნდა, დაგვაჯეროს, რომ ეგონა, მის საშემოსავლოს სხვა გადაიხდიდა?