საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ პარლამენტის არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიას სამართლისა და საარჩევნო ანალიტიკოსი ირაკლი ღლონტი შეუერთდა

სამართლისა და საარჩევნო ანალიტიკოსი ირაკლი ღლონტი შეუერთდა საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის ს დღეზე სადამკვირვებლო მისიას, რომელიც განხორციელდება 300 მოკლევადიანი დამკვირვებლის მიერ და დაფარავს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 21 საარჩევნო ოლქს.
ამის შესახებ ინფორმაციას „მრავალეროვანი საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ოლქებია: მარნეული, ბოლნისი, დმანისი, , თეთრიწყარო, გარდაბანი (ქვემო ქართლი), ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი (სამცხე-ჯავახეთი), ლაგოდეხი, საგარეჯო, ახმეტა, ყვარელი (კახეთი), კასპი (შიდა ქართლი), მცხეთა (მცხეთა-მთიანეთი), ისანი, სამგორი და კრწანისი (თბილისი).
„ირაკლი ღლონტს გააჩნია სამართლებრივი კონსულტაციების გაწევისა და ადვოკატირების მრავალწლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში წარმატებულ შრომით საქმიანობას ეწეოდა საჯარო სექტორში, როგორც ხელმძღვანელი პირი. იგი ასევე აქტიურად გახლდათ ჩართული საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში. გარდა ინტენსიური პროფესიული კარიერისა ადვოკატურისა და საჯარო სფეროებში, ირაკლი ღლონტმა წარმატებით გაართვა თავი პარტიულ პოლიტიკას. იგი გახლდათ პოლიტიკური პარტია „რეფორმატორების“ თავმჯდომარე. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ირაკლი ღლონტი გახლდათ თბილისის მერობის კანდიდატი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ