თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს. „სოციალურ ქსელში, კერძოდ კი Public transport Tbilisi-ს გვერდზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას.
მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა“ – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გადავხედეთ ხელშეკრულებას და შედეგად, პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით, 52,5 მილიონი დოლარით შემცირდა – უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი