ჩრდილოეთ ისრაელში, ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა

ჩრდილოეთ ისრაელში, ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახური ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანიდან ქალაქ ნაჰარიას მიმართულებით 50-მდე რაკეტა გაუშვეს.
ლიბანიდან გაშვებული რაკეტების ნაწილი ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.
ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 4 ადამიანი, რაკეტების ნამსხვრევების შედეგად მიღებული დაზიანებებით, ნაჰარიას სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ანდრო ჭიჭინაძის საქმის გამომძიებელი იყო მოსული და ვერ გაშუქდა, რადგან მედიის ნახევარი არ იყო დარბაზში და ვინც იყო, გადაღების საშუალება არ ჰქონდა – ახლა უფრო რთულად, მაგრამ მოგვიწევს საზოგადოებას მოვუყვეთ, როგორ აბსურდზე ისაუბრა მან

გია ვოლსკი – როცა კამერას ხედავენ, სასამართლო ბრძოლის ველად არის გადაქცეული – მედიის პროცესზე ყოფნა და ფოტო-ვიდეო გადაღება ემსახურება ერთ მიზანს – სასამართლოს დისკრედიტაცია მოახდინონ და პროცესი პერფორმანსით გადაფარონ