ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა 60 დღიდან, შესაძლოა, 45 დღემდე შემცირდეს

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა 60 დღიდან, შესაძლოა 45 დღემდე შემცირდეს.
„ჩვენი ვარაუდით, პირველ ეტაპზე, კალენდარულ თვე ნახევრამდე დაყვანადი იქნება – 45 დღემდე. შევეცდებით ეს ასე იყოს. უახლოეს დღეებში აღნიშნულთან დაკავშირებითაც მეტ დეტალს შეიტყობთ“,- აღნიშნა მინისტრმა.
ინფორმაციისთვის, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება. ამასთან, განმარტა, რომ ცვლილების შედეგად არსებითად გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკების და სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ეფექტიანობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სასოწარკვეთილებაზე, არასერიოზულობაზე, უტვინობაზე და უსინდისობაზე გრძელ სტატუსს დავწერდი, მაგრამ დღეს 21:30 ინგა გრიგოლიასთან ვარ და სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად მირჩევნია იქ ვილაპარაკო:

ლევან ხაბეიშვილი – „გამოძიებობანას“ თამაშობენ! ორი წელი ეძინათ და თურმე ახლა ნახეს სიზმარში, რომ ჩემს წამებას ჰქონდა ადგილი, „ორი ლიფსიტა“ დაიჭირეს და „ბობოლებს“ ხელს აფარებენ – თუ მათი პასუხისმგებლობა არ დადგება, ვის აინტერესებს ვიღაც ბაღლინჯოები?!