ლევან დავითაშვილი „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე – ეს იყო უპრეცედენტოდ მასშტაბური აქცია, ალბათ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ამ მასშტაბის თავყრილობა არ გვახსოვს

ეს იყო უპრეცედენტოდ მასშტაბური აქცია, ალბათ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ამ მასშტაბის თავყრილობა არ გვახსოვს, – ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თბილისში, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება.
მისივე თქმით, აღნიშნულ შეკრებაზე დადასტურდა, რომ ხელისუფლებას მოსახლეობის მყარი მხარდაჭერა აქვს.
„გუშინდელ ღონისძიება მეც გახლდით. შესაბამისად, ყველა იქ მყოფი ადამიანი ცალსახად ხედავდა რა სულისკვეთება არსებობს ჩვენს ამომრჩეველში, მოსახლეობაში. ჩვენს ხელისუფლებას მოსახლეობის მყარი მხარდაჭერა აქვს. ეს იყო უპრეცედენტოდ მასშტაბური აქცია, ალბათ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ამ მასშტაბის თავყრილობა არ გვახსოვს. ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, სადაც მოსახლეობა აქტიურობდა და აქტიურად იკრიბებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ გუშინდელი წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიების პრეზენტაცია იყო უპრეცედენტოდ მასშტაბური და ეს არის თვალსაჩინო მაგალითი მოსახლეობის პოზიციის, რაც ვფიქრობ, რომ მკაფიოდ დადასტურდება ორ დღეში, არჩევნების შედეგებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…